საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-24

წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების პერიოდი, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ინიციატივებს და პარტნიორად მოგვევლინება ქვეყნის განვითარების პროცესში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს" დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო „შპს", რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური