საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-22

2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური, გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემდგომი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას - ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური