საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მარტივდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-16

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შეღავათები მარტივად მიიღონ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური