საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-12

70 წლის იუბილეს ვულოცავ სახელოვან მეცნიერს ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს.

ბატონ ელგუჯას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კონსტრუქციის შექმნა.

ბატონ ელგუჯას ვუსურვებ დღეგრძელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წარმატებას.

გიორგი კვირიკაშვილი