საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

დიდგორობა 2016 ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „დიდგორობის" დღესასწაულს დაესწრო. დიდგორის მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისთვის, ,,დიდგორის ჯვრის" მედლით დაჯილდოვდნენ მაიორი ზაზა ცერცვაძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე. სახალხო ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, ბაზიერების შოუ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური