საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-09

შეძრწუნებული ვარ ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ისრაელის მთავრობას და ხალხს.

უკიდურესად შემაშფოთებელია ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ბოლო დროს მძვინვარებს მსოფლიოში. სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამ უდიდეს ბოროტებას.

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ უსასტიკეს დანაშაულს და ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი