2016-05-10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება, ხოლო არჩევნების თარიღი უცვლელი რჩება და იგი 8 ოქტომბერს გაიმართება.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური