საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო საინვესტიცო კომპანიის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საინვესტიცო კომპანია Westwood International Advisors-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. Westwood International Advisors-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით, ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია. საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის საკითხებს.

„ოთხდღიანმა ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო რა არის ქართველი ხალხის მოტივაცია არსებული პროგრესის მისაღწევად. ქართული გარემო არის ღირშესანიშნავი და მოვუწოდებთ ყველას, რათა ჩამოვიდეს საქართველოში. იმედი მაქვს ისევ ვეწვევით საქართველოს, რათა უკეთ გავეცნოთ იმ პროგრესს, რაც გაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ღია ბაზრის კუთხით," - აღნიშნა Westwood International Advisors-ის უფროსმა მენეჯერმა პატრიცია პერეზ კოუტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური