საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საკითხები და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მნიშვნელობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში.

„ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი მოქალაქეების ერთიანობა და ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში არის აუცილებელი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც ახლა ხდება," - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანი არსებულ პრობლემებზე საუბარი და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სავალან მირზოევი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური