საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კობა კობალაძესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური