საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ფილიპ ჰამონდთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს მხარდაჭერისთვის  და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური