საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-29

დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ რეჟისორისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო.
ნანა მჭედლიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კინოს. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა, ყველასათვის საყვარელმა რეჟისორმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში და იმ კინოფილმებიდან გავრცელებულ ფრთიან ფრაზებში გააგრძელებს სიცოცხლეს, დღესაც სიამოვნებით რომ უყურებს ყველა თაობის მაყურებელი.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია ნანა მჭედლიძის შემოქმედება.

გიორგი კვირიკაშვილი