საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი გაერო-ში აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-28

საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეცნობიან.

დელეგაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.

დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური