საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სომხურ ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს სომხურ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სინათლის წყვდიადზე გამარჯვების დღესასწაულია და ორი ერის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებით მაგალით მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოძმეებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს ბედნიერებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური