საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგნელობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და ბელგიის მთავრობას. ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ აქტს და ამ ურთულეს წუთებში ბელგიელი ხალხისა და ევროპის გვერდით ვდგავართ", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური