საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი დაათვალიერა.

მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის ექსპონატები - შეიარაღება, მოიერიშე თვითმფრინავები, ბომბდამშენები, ტყვიამფრქვევები.

პრემიერი გაეცნო მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიას, რომელთა შორის არაერთი ორიგინალია. მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქართველების შესახებ, რომლებიც ბელარუსის დასაცავად იბრძოდნენ. მათ შორის არის მინსკის პარტიზანული გაერთიანების წევრი თენგიზ შავგულიძე, რომლის მიერ შექმნილი პარტიზანული ხელყუმბარა ომის დროს გამოიყენებოდა.

ბელარუსის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 9 ქართველმა უმაღლესი ჯილდო, გმირის წოდება მიიღო. ბელარუსში მათ ხსოვნას დღესაც პატივს მიაგებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური