საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2016-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, მთავრობის წევრებთან ერთად, 1941-1945 წლების სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური