საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიაკოვიჩს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.
ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მეგობრული კავშირები საუბრის მთავარი თემები იყო.

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას და საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების დინამიკას მიესალმება.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც ახლო მომავალში იგეგმება.
საუბრისას ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის როლს, რომლის თანათავმჯდომარეებად, ცოტა ხნის წინ, ბელარუსისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური