საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ხანძრის შედეგებს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო. სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხვრას.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური