საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების ტერორიზებას დავუსვათ წერტილი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

„მინდა ვთქვა, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების საქმეზე, არის გარკვეული პროგრესი გამოძიებაში. პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, მართლაც ღირსების საკითხია ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი. იმედი მაქვს რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური