საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ძალოვანი უწყებების პირველ პირებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-11

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური