საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა კატარის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-09

საქართველო-კატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით კატარული კომპანიების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური