საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სოფელ წნისში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-05

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ Georgian Business Zone საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა გახსნა. სოფელ წნისში მდებარე მეცხოველეობის ფერმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

„Georgian Business Zone" წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერთიფიცირებული HACCP -ის სტანდარტების მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო.
კომპანიამ 2015 წელს, იაფი აგროსესხის ფარგლებში, მეცხოველეობის ფერმა გახსნა. საწარმოში დასაქმებულია 45 ადამიანი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013 - წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი 687,912,952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი 182,130,048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური