საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საიუველირო-სადურგლო საამქროში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-05

სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დათვალიერა.

ბატონმა ბორისმა პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო და განუმარტა, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეიძინა ვერტიკალური საბურღი აპარატი, მიკროსკოპი, ლენტური სახერხი მანქანა, რომელთა წყალობითაც გააუმჯობესა სადურგლო და საიუველირო საქმიანობა.

2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 31 მარტს დასრულდება. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, მეწარმეთა მხარდაჭერას, რეგიონული ბაზრების განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური