საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი საფარის მონასტერში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-05

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი პრემიერ-მინისტრი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს - საფარის მონასტერს ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს. აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია. მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური