საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა სოფელ ტირძნისში მცხოვრები კუსრაძეების ოჯახი მოინახულა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-03

3 მარტი, სოფელი ტირძნისი, თამარ კუსრაძეს დედის დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა დედას, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, სახლის დაწყებული მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა.
პრემიერ-მინისტრმა კუსრაძეების მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო - ოჯახი, სადაც მძიმე ავადმყოფი, ორი არასრულწლოვანი და ასაკოვანი ქალბატონი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური