საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

8000–მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-25

21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოიყოფა, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივი აირს მიიღებს.„საქმე ეხება, ისეთი სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი... ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრფემიერ-მინისტრის პრესსამსახური