საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-22

მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში არსებულ პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიდია ინტერესი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. ასევე საუბარი წარიმართა ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური