საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სტივ ნიკანდროსს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენ"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, სტივ ნიკანდროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო. შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

ასევე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან" ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და 
"ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენ"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და მთავარ აღმასრულებელ ოფიცრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური