საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირები სულ უფრო ვითარდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური