საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" (AECR) პრეზიდენტს იან ზარადილს, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს რიზარდ ცარენსკის და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს რიჩარდ მისლომის შეხვდა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური