საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-10

2

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის დიალოგისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს.

ჰერბერტ ზალბერი დღეს საქართველოში მიემგზავრება, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მოსამზადებლად დამატებით შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და   ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე დაესწრნენ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური