საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა და ესტონეთის ელჩმა საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვაზე იმსჯელეს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-02

საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვა და მმართველობის რეფორმა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ესტონეთის ელჩის, პრიიტ ტურკის შეხვედრის მთავარი თემები.

საგადასახადო რეფორმის პროცესში საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევენ ესტონელი ექსპერტები, რისთვისაც პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და, მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა ესტონელ დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური