საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-29

„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე, ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით, თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური