საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპს მოლდოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაველ ფილიპს, საქართველოს მთავრობის სახელით, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

პრემიერი მოლდოველ კოლეგას უმნიშვნელოვანესი მოვალეობების განხორციელებისა და მოლდოველი ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში წარმატებებს უსურვებს.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და მოლდოვას შორის სამაგალითო მეგობრობას.  გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენი საერთო ინტერესის სფეროებში, განსაკუთრებით კი, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, მოგვეცემა თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური