საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს რესპუბლიკის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინდოელ კოლეგას, ნარენდრა მოდის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით ინდოეთის ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

პრემიერი ინდოეთთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გაჩენის იმედს გამოთქვამს.

„სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოსა და ინდოეთს  შორის კავშირები სწრაფად იზრდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. საქართველოს ეამაყება, რომ სტაბილური განვითარების საერთო მიზნის მიღწევის პროცესში მისი პარტნიორია ინდოეთი - მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული ქვეყანა", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური