საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-26

პირობა, რომ ცვლილებები გაკეთდება მიცემული არ ყოფილა, ეს არის ინტერპრეტაცია ჩემი განცხადების," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გუშინ გამართული შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას ექნება კონსულტაციები გუნდთან.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საზოგადოების ყველა ფენასთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მე მექნება კონსულტაციები გუნდთან.ეს გუნდის მისაღები გადაწყვეტილებაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელზეც იყო საუბარი. მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მათი არგუმენტები განვიხილოთ, ჩვენი არგუმენტები მივაწოდოთ და მერე რაღაც სიმართლეზე შევჯერდეთ. ეს ნორმალური პროცესია და ყველასთვის უნდა იყოს ნორმალური ასეთი საუბარი. " - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაზე მის დასწრებაზეც გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ თემაზე აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს და თუ ის ფიზიკურად შეძლებს, აუცილებლად დაესწრება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური