საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მერიას თბილისის სარეკრეაციო შესაძლებლობების წარმოდგენა სთხოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-25

პრემიერ-მინისტრმა მერს თბილისის სარეკრეაციო და ე.წ. City resort-ების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში წარმოდგენა სთხოვა.
„ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ ის, რომ ქალაქში ძალიან მცირე სარეკრეაციო ზონა დარჩა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ყველა პროცედურის გამარტივებაში, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ე.წ. City resort-ების განვითარება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განსაკუთრებული ყურადღება ამ პროექტში პრემიერმა თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმას დაუთმო, რომელსაც თბილისის მერია მოკლე ვადებში წარმოადგენს.
მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან, დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება.