საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ინტერპარტიულ ჯგუფთან დიალოგის ფორმატი გაგრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-25

ინტერპარტიულ ჯგუფთან დიალოგის ფორმატი გაგრძელდება, - გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრები მთავრობას ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო თემაზე მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლი სსაშუალებას მისცემს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა იცვლება და მინისტრები, საკუთარი შეხედულებისამებრ, საარჩევნო სპეცუბნებს ვერ შექმნიან.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დააყენეს მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის არა - 2020, არამედ 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე კოალიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილება გუნდურ რეჟიმში იქნება მიღებული. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური