საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. შეხვედრა დავოსში გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო - ყაზახეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური