საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-21

გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური