საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი „შეხვდი ევროკომისიას“ ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-21

,,შეხვდი ევროკომისიას" ამ სახელწოდების სამუშაო სადილი გაიმართა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.  დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

სადილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური