საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-21

შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების განხორციელებაზე.

ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 50 ყველაზე მსხვილი ინვესტორების ნუსხაში წარმოდგენილია 11 ინვესტორი ნიდერლანდების სამეფოდან, ხოლო 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემებით იგივე მაჩვენებელი შეადგენს 10-ს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური