საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი პაკისტანში მომხდარი ტერაქტის გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2016 წლის 20 იანვარი


თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და გულწრფელად გისამძიმრებთ ბაჩა-ხანის უნივერსიტეტზე შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაზარალებულები.

საქართველო გმობს ტერორიზმის ყველა გამოვლინებას მსოფლიოში. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ამ სასტიკი აქტის გამო და განვიხილავთ მას, როგორც დანაშაულს არა მხოლოდ პაკისტანელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
 

პატივისცემით,

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი


პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს

ნავაზ შარიფს