საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს დევიდ კრამერს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიული რეფორმებს. აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური