საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-12

მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული. ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება.


გიორგი კვირიკაშვილი