საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-12

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის როლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური