საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი თელავში მოკლული პოლიციელების გელა ლამაზოშვილისა და მაია ჯავახიშვილის დაკრძალვას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თელავში მოკლული პოლიციელების გელა ლამაზოშვილისა და მაია ჯავახიშვილის დაკრძალვას დაესწრო. სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაიმართა.
კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული პოლიციელები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.

30 დეკემბერს კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური