საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-05

 3

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურმა პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო - „მიყვარხართ" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური