აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-18

pp

1   2

3   4

   5   6

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2014 წლებში ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროეექტი განხორციელდა.

შესრულდა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო 91 კმ გზაზე; მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა; შენდება 16 ხიდი და 2 გვირაბი; სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული. უკვე აშენდა 22 ხიდი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 18 ძველ ხიდს; მოეწყო მდინარეთა ნაპირებისა და გზების მეწყერსაშიში ნაპირების გასამაგრებლად კედლები და გაბიონები; გონიო-კვარიათსა და აეროპორტის დასახლებებში გაკეთდა ზღვისკენ მიმავალი ჩიხები და ბილიკები; 27 სარწყავ და დამშრობ არხს ჩაუტარდა აღდგენა-რეკონსტრუქცია; ახალი სასმელი წყლის სისტემები გაკეთდა 15 სოფელში; მოეწყო სხვადასხვა მოცულობის სასმელი წყლის 11 ავზი; სამ მუნიციპალიტეტში გაკეთდა მაგისტრალური წყალსადენები და საკანალიზაციო სისტემა; მიმდინარეობს ქ. ქობულეთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები; დაგეგმილია ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის მოწყობა და ნაპირდაცვა.

ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში გახსნა 5 ახალი ამბულატორია; სოფელ ცხემლარში აშენდა სამედიცინო პუნქტი; რეგიონს გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი მანქანა; შეიქმნა შშმ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრები; სოფლის ექიმებს გადაეცა მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა; აშენდა ბათუმის რეფერალური საავადმყოფო; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ონკოლოგიურ ცენტრს; 2015 წელს ბათუმში გაიხსნება 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკა და დაიწყება 170 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი კლინიკის მშენებლობა; უახლოეს პერიოდში გაიხსნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო უნივერსიტეტი; აჭარის ბიუჯეტიდან 11.4 მილიონი ლარით დაფინანსდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები; ჯანდაცვის ადგილობრივი პროგრამებით ისარგებლა 102 399 მოქალაქემ; საყოველთაო ჯანდაცვით დაზღვეულია 62 025 ადამიანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შეღავათიანი აგროკრედიტით აჭარის რეგიონში გაცემულია 73 სესხი; დაფინანსდა და ქონება გადაეცა 10 ახალ საწარმოს; გადაიარაღდა 11 საწარმო; გაცემულია აგროდაზღვევის 8 648 პოლისი; შეიქმნა 94 კოოპარატივი; 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში 2015 წელს 62 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება; თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებზე გაიცა 64 000 ძირი მრავალწლიანი კულტურების ნერგი და 350 ერთეული სასათბურე კონსტრუქცია; მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 220 ფერმერს; 1000-მდე ფერმერს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; 5 320 ფერმერს გადაეცა 3 064 705 ჩითილი; 5 ჰა ფართობზე მოეწყო მოცვის, კაკლისა და ვაზის ბაღები; 1 690 ფერმერზე გაიცა 8 000 ტონა ქიმიური მელიორაციის სასუქი; არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებამ 2014 წელს შეადგინა - 2 000 000 ლარი; გარემონტდა და აღიჭურვა ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

რაც შეხება ენერგეტიკის მიმართულებას, აჭარაში შენდება 7 ჰიდროელექტროსადგური - „სხალთაჰესი", „შუახევჰესი", „კირნათიჰესი", „ხელვაჩაურიჰესი 1", „კინტრიშაჰესი", „გოგინაურიჰესი", „ოქროპილაურიჰესი"; სამუშაოებზე დასაქმებულია 1000 ადამიანი; რეგიონში გაზიფიცირდა 3 500 აბონენტი; გამრიცხველიანდა 10 000 აბონენტი.

აშენდა ახალი რკინიგზის სადგური ბათუმში - განხორციელდა 8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 2013 წელთან შედარებით 42%-ით, 2012 წელთან შედარებით - 81% -ით.

განათლების სამინისტრომ რეგიონში 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა; აშენდა 4 სკოლა; რეაბილიტირდა მერისის სკოლა-პანსიონი და დაიწყო შუახევის პანსიონის მშენებლობა; რეაბილიტირდა და აშენდა 45 საბავშვო ბაღი; 2015 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 საჯარო სკოლას, 1 პროფესიულ და 2 უმაღლეს სასწავლებელს; აშენდება 7 სკოლა; აშენდება და რეაბილიტირდება 23 საბავშვო ბაღი; 389 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პერსონალური კომპიუტერი; 787 სტუდენტი დაფინანსდა სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში; 2015 წელს 951 სტუდენტის სწავლება დაფინანსდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მოეწყო 30.4 კმ ახალი, ხოლო რეაბილიტირდა 105.2 კმ არსებული სატყეო-სამეურნეო გზა; 2015 წელს დაგეგმილია 25კმ ახალი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობა; 2013-2014 წლებში ჯამში დაირგო 30 175 ნერგი; 12 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ენერგეტიკული ტყე; შემოიღობა და გაიწმინდა 133 ჰექტარი დეგრადირებული ტყის ფართობი; მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მიზნით, მოეწყო ლაბორატორია.

დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, აშენდა სოციალური სახლები ბათუმში, შუახევსა და ქედაში ჯამში 417 ეკომიგრანტი ოჯახისთვის; მიმდინარეობს სახლების მშენებლობა კიდევ 180 ეკომიგრანტი ოჯახისთვის; ბინები გადაეცა 48 და დაუკანონდა 250 დევნილ ოჯახს; ბათუმში, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დევნილთათვის ახალი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, აჭარის საპატრულო პოლიციის ავტოპარკს დაემატა ახალი ავტომობილები და ელექტრომობილები, საზღვაო პატრულირებისთვის გადაეცა კატარღა; დამონაჟდა ახალი თაობის სისწრაფის მზომი რადარები და ვიდეოკამერები; აჭარაში დამონტაჟდა 300 სათვალთვალო კამერა, მათ შორის 200 - ბათუმში; ასევე, ბათუმში მიმდინარეობს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის მშენებლობა და იგეგმება სამეთვალყურეო კოტეჯის მშენებლობა.

კულტურის სამინისტრომ რეგიონში 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არქეოლოგიურ მუზეუმსა და ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას; დასრულდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შენობის სრული რეაბილიტაცია; კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით პირველად დაფინანსდა 12 მხატვრული, დოკუმენტრური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი; დაფინანსდა პატარა ბათუმელი მუსიკოსების მონაწილეობა 8 ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო პროექტებში; ციფრულ მატარებლებზე გადავიდა ფოლკლორისა და ხალხური შემოქმედების მასალები, აჭარული ხალხური სიმღერები; ფოლკლორული ანსამბლების 489 შემსრულებელს გადაეცა სასცენო კოსტიუმები; მიმდინარეობს სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია; უახლოეს მომავალში დასრულდება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა; დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, იწყება 20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა.

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით 10.5 % -ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 20.28% -ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა აჭარაში; 106%-იანი ზრდა დაფიქსირდა საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით; 2014 წლის ზაფხულის სეზონზე 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოქმედებდა; 2013-2014 წლების მონაცემების მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 31%-ით არის გაზრდილი; ეკოტურიზმის განვითარების მიზნით მოხდა 10 ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება; რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები განხორციელდა 2013 წელს 7 ქვეყნის, 2014 წელს კი 9 ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე; მოეწყო 48 სარეკლამო-საინფორმაციო ტური საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის.